RexVa Heating Systems

გრძელვადიანი ექსპლუატაცია

firefoxფირები ლამინირებულია წყალგაუმტარი ფენით რაც მას თითქმის მუდმივად აქცევს!

ეკოლოგირად სუფთა

ეკოლოგიურად სუფთაგათბობისას ასუფთავებს ჰაერს, სპობს ბაქტერიებსა და სოკოვან მიკრობებს!

ადვილი მონტაჟი

kunciიოლი მონტაჟი, მონტაჟისთვის საჭიროა მხოლოდ საიზოლაციო მასალის გამოყენება.

ინფრაწითელი გამათბობლის მონტაჟი

ინფრაწითელი გამათბობელი იგება ლამინირებული იატაკის, პარკეტის (ოღონდ ლურსმნის გარეშე), ბუნებრივი ქვის, მეტლახის, კერამოგრანიტის ქვეშ, შესაძლებელია ლინოლიუმის და კავროლინის ქვეშაც.

ძირითადი შემადგენელი ელემენტები

  1. ინფრაწითელი გამათბობლის ფირი სიგანით 0.5 მ-0.8მ და 1 მ;
  2. თბოსაიზოლაციო მასალა (ქვეშაგი);
  3. დამაკავშირებელი კლიფსები;
  4. ვინილ-მასტიკის იზოლატორი;
  5. თერმოსტატი ტემპერატურის მაჩვენებელის დისფლეით;
  6. დენის სადენი 2.5-4.9 მმ კვეთით (სასურველია სპილენძის)
  7. ცელოფანის ფირი არანაკლები 0.1 მმ-ის.

საჭირო ძაბვა

50 ჰერცი

მაქსიმალური მოხმარების სიმძლავრე

220 ვატი/საათი

ფირის ზედაპირის მაქსიმალური ტემპერატურა

45 0 C

ინფრაწითელი ტალღის სიგრძე

5-20 მკმ.

გამათბობელი ფირის დნობის ტემპერატურა

120 0 C

ელექტრომაგნიტური ველის სრული არქონა

 

თერმოსტატი შეიძლება დაიკიდოს კედელზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილას იატაკიდან 15-20 სმ-ის სიმაღლეზე. თერმოსტატი იმართება ტემპერატური ასაწევ-დასაწევი ღილაკებით. თერმოსტატი უნდა დაიკიდოს დენის წყაროსთან ახლოს.

მონტაჟის წესი

სისტემა უნდა დაიგოს ნებისმიერ კარგად გასწორებულ ზედაპირზე. ქვემოდან იგება თბო-საიზოლაციო მასალა (ქვეშაგი), რომელიც ერთმანეთთან სკობით კავშირდება. ზემოდან იგება ინფრაწითელი გამათბობელი ფირი XICA.  ფირების ერთმანეთზე გადადება არ შეიძლება. ფირები მაგრდება ქვეშაგზე სკობით. ფირებს უკეთდება კლიფსები, რომელთაც უერთდება დენის სატენები პარალელური გადაბმის წესით. დენის სატენები შემდეგ უერთდება თერმოსტატს. თერმოსტატი უერთდება დენის წყაროს. დენის სადენების კონტაქტო ადგილები კლიფსებთან იფუთება სპეციალური ვინილ-მასტიკის იზოლატორებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სისტემის აბსოლუტურ უსაფრთხოებას. შემდეგ ყველაფერი ზემოდან იფუთება ცელოფნის ფირით, რომელიც მთლიანად ისკოჩება. ეს გათვალისწინებული ლამინირებული იატაკის ან პარკეტის დაგების შემთხვევაში. თუკი გვინდა, რომ გვქონდეს კავროლინის ან ლინოლიუმის იატაკი, მაშინ სისტემას ზემოდან ეფარება დ.ვ.პ-ს 2-3 მმ-ს ფილები და ზემოდან კავროლინი ან ლინოლიუმი. ხოლო თუ გვინდა გვქონდეს ქვის, მეტლახის ან კერამოგრანიტის იატაკი, მაშინ სისტემას ზემოდან ეფარება არმატურის ბადე და შემდეგ ესხმევა ცემენტის ხსნარი (ე.წ. სტიაჟკა) 2-3 სმ-ის. ამის შემდეგ ეწებება ქვის, მეტლახის ან კერამოგრანიტის ფილები.

 

მონტაჟი